სამი ნაბიჯი უკეთესი ძილისთვის
სამი ნაბიჯი უკეთესი ძილისთვის: TEMPUR-ის მატრასი, საყრდენები და ბალიში
TEMPUR® მხოლოდ შესანიშნავ მატრასზე დიდებული ღამის ძილი არაა. იგი, ასევე, თანამედროვე დიზაინის მქონე რეგულირებდი საყრდენებზე მოდუნების შესაძლებლობაცაა, რომელიც თქვენს საწოლში ჩაიდგმება. იდეალური ძილის მისაღწევად, მხოლოდ სამი კომპონენტია საჭირო...
მატრასი
უდაოდ, იგი სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად წევხართ ღამით. TEMPUR-ში ჩვენ ვიცით, რომ შესანიშნავი ღამის ძილი უმნიშვნელოვანესია თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ხარისხიან მატრასში ინვესტიციით, თქვენ ცხოვრების ხარისხშიც დებთ ინვესტიციას. ჩვენი მატრასები არა მხოლოდ შეგრძნებისა და სიმყარის სხვადასხვა დონეებით განსხვავდებიან, არამედ შეუდარებელ ყრდნობას უზრუნველყოფენ, რომელიც ძილის დროს გაღვიძებას და ტრიალს ამცირებს, თქვენ კი გამოძინებული და დასვენებული იღვიძებთ.
რეგულირებადი საყრდენები
მათ, ვინც უკიდურეს კომფორტს ეძებს, რეგულირებად საყრდენებს ვთავაზობთ, რათა ღილაკზე ერთი შეხებით ყველაზე მოსახერხებელი პოზიცია შეარჩიონ.
ბალიში
Tempur-ში იდეალური ბალიშის შექმნა სიყვარულით ხდება. ჩვენ ფართო არჩევანი გვაქვს, ვინაიდან თავად ადამიანები ფორმებითა და ზომებით განსხვავდებიან. კარგი ბალიში კარგი მატრასის უმნიშვნელოვანესი შემავსებელია. იგი თქვენს თავსა და კისერს ზუსტად ისეთ საყრდენს ანიჭებს, როგორიც მათ სჭირდებათ, და მთელი ღამის განმავლობაში კომფორტულ მდგომარეობაში ინარჩუნებენ. ასევე, ისიც კარგად ვიცით, რომ ბალიშების სხვადასხვა სიმკვრივე და ფორმა ძილის სხვადასხვა პოზას ერგება (ზურგზე, მუცელზე თუ გვერდებზე). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად თქვენზე მორგებული ბალიში აირჩიოთ.