როგორ ედრება TEMPUR®-ის მასალა სხვა მწარმოებლების მეხსიერების ქაფის (Memory Foam) მატრასებს?

რატომ ჯობია TEMPUR®-ის მასალა სხვა მწარმოებლების მეხსიერების ქაფს?

TEMPUR®-ის უნიკალური მასალა საიდუმლო ფორმულით მზადდება, რომელიც პირველად NASA-ს მეცნიერებმა შექმნეს, აფრენისას ასტრონავტების სხეულებზე უკუზეწოლის შესამცირებლად.

როდესაც საქმე მატრასებისა და ბალიშების წარმოებას ეხება, TEMPUR® საუკეთესოა ამ საქმეში და მის პროდუქციას გააჩნია უნიკალური თვისებები. პირველი ათწლეულების მანძილზე, კონკურენტები TEMPUR®-ის უნიკალური შეგრძნების განმეორებას ცდილობდნენ. ჩვენ ყოველთვის საკუთარ პროდუქტებს ვაწარმოებთ, მაშინ, როდესაც სხვებს წარმოება გარე კონტრაქტირებაზე გააქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარისხის კონტროლი უჭირთ. ჩვენ მატრასების ერთადერთი კომპანია ვართ მსოფლიოში, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო ფონდის (International Space Foundation) მიერაა სერტიფიცირებული!

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არიან ევროპაში TEMPUR®-ის მატრასების მომხმარებლები მატრასების სხვა ბრენდების მომხმარებლებთან შედარებით უფრო კმაყოფილები*

* ინტერვიუების საფუძველზე, რომლებიც 2014-2015 წლებში 13 ქვეყანაში მატრასების 37 000-ზე მეტ მომხმარებელთან ჩავატარეთ, რომლებშიც თითოეული ბაზრიდან მომხმარებლებმა TEMPUR® უმაღლესი კმაყოფილებით შეაფასეს, სხვა ბრენდის მატრასებთან შედარებით.

უკიდურესი კომფორტი და ყრდნობა

TEMPUR®-ის მასალა ეფექტურად ახდენს თქვენი წონის გადანაწილებას მატრასზე, განიჭებთ რა შვებას სხეულის მტკივნეულ ადგილებში, რაც, თავის მხრივ, კარგ ღამის ძილს უზრუნველყოფს. ჩვენ გვჯერა, რომ მეხსიერების ქაფისა და ზამბარიანი მატრასების სხვა სახეობები სხეულზე ნაკლები უკუზეწოლის აბსორბციას ახდენენ, რაც ღამით არაკომფორტულ და მოუსვენარ ძილს იწვევს.

სიმართლე სტანდარტული მეხსიერების ქაფის შესახებ



რამდენად კარგია სტანდარტული მეხსიერების ქაფი ზურგის, კისრისა და მენჯის ტკივილისთვის?


ჩვენი აზრით, სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასები არც ისე ეფექტურია, როცა საქმე ტკივილისა და სხეულზე უკუზეწოლის შემცირებას ეხება. მათ უკუზეწოლის შემამცირებელი გარკვეული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა, TEMPUR®-ის მასალა მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში ფართოდ გამოიყენება, მისი სზეულზე უკუზეწოლის შემამცირებელი თვისებების გამო. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, აღმოვაჩინეთ, რომ ძილისას TEMPUR®-ის მასალა ხსნის დაძაბულობას სხეულის მტკივნეულ ნაწილებში, გაძლევთ რა სრულ კომფორტში დასვენების შესაძლებლობას.


სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასები ცხელია დასაძინებლად?


დიდი ხანია, ხმები დადის, რომ სტანდარტული მეხსიერების ქაფი ღამით ძილისას ხშირად ცხელია. ეს იმიტომ ხდება, რომ მეხსიერების ქაფს უჯრედების მკვრივი სტრუქტურა გააჩნია, რომელიც სითბოს ინახავს. თუმცა, TEMPUR®-ის მასალას უჯრედის ღია სტრუქტურა აქვს, რომელიც მასალას სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს და სითბოც ეფექტურად გამოდის გარეთ.


შესაძლებელია სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასების გაწმენდა?


ზამბარიანი და სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასების წმენდა ძალიან რთულია, ვინაიდან ისინი, ხშირად, გადასაკრავის გარეშე გამოდის, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად არსებული TEMPUR®-ის ყველა მატრასი აღჭურვილია მოხსნადი და რეცხვადი გადასაკრავით, რომელიც საწოლის ადვილად გაწმენდისა და გასუფთავების შესაძლებლობას გაძლევთ!


სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასები ძალიან მკვრივია?


ძილისას, მეხსიერების ქაფის ჩვეულებრივი მატრასები ხშირად საკმაოდ მკვრივია. ამან შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს და კარგად გამოძინებაში ხელი შეგიშალოთ. TEMPUR®-ის მასალა შექმნილია ისე, რომ თქვენი სხეულის ტემპერატურასთან შევიდეს ურთიერთქმედებაში. იგი იმგვარადაა ოპტიმიზირებული, რომ ოთახის ტემპერატურაზე (23°C) საუკეთესოდ იმუშავოს. თქვენი სხეულის ფორმასთან აქტიურად მორგების გზით, თქვენ მთელი ღამის მანძილზე შესანიშნავ ყრდნობას იღებთ. მეტიც, ჩვენი მატრასების ფართო არჩევანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ თქვენთვის შესაფერისი კომფორტის დონის შერჩევას შეძლებთ.


რამდენი ხანი ძლებს სტანდარტული მეხსიერების ქაფის მატრასები?


ჩვეულებრივი მეხსიერების ქაფის მატრასები დროთა განმავლობაში იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფენები თანდათან დაიმსხვრევა, რაც მათ მიერ უზრუნველყოფილ ყრდნობას გაანადგურებს. TEMPUR®-ის მატრასები 10-წლიან გარანტიას გთავაზობთ გამძლეობაზე, ვინაიდან ჩვენ კარგად გვესმის, რომ მატრასები გრძელვადიანი ინვესტიციაა თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.



ჩვენ ვიცით, რომ TEMPUR ძალიან განსხვავდება იმ ტრადიციული პროდუქტებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით. ამიტომ, იმისათვის რომ დაგეხმაროთ იმის განსაზღვრაში, გამოდგება თუ არა TEMPUR-ის პროდუქცია თქვენთვის, ჩვენ ერთად მოვუყარეთ თავი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.

ხშირად დასმული შეკითხვები TEMPUR პროდუქტების შესახებ იხილეთ აქ


აბა, როგორ მუშაობს TEMPUR-ის მასალა? რისგანაა დამზადებული?


TEMPUR-ის წნევის შემამცირებელი მასალა მილიარდობით ვისკოელასტიური სფერული ფორმის ღია უჯრედისგან შედგება. უჯრედები რეაგირებენ თქვენი სხეულის ტემპერატურასა და წონაზე და შემდეგ გადალაგდებიან, იცვლიან თავიანთ მდებარეობას, რათა თქვენი სხეულის კონტურებს მოერგონ. უფრო თბილ ადგილებში იგი უფრო რბილი ხდება (სადაც თქვენი სხეული ზედაპირთან მეტ შეხებაშია) და უფრო მყარი რჩება უფრო გრილ ადგილებში (სადაც სხეული ნაკლებად ეხება). წნევის მოცილების გამო, სისხლი თავისუფლად ცირკულირებს მთელი ღამის განმავლობაში, რაც ამცირებს ტრიალსა და ბრუნვას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღამით უკეთ გძინავთ.

TEMPUR-ის მასალა და სტანდარტული მეხსიერების ქაფი ერთი და იგივე მასალა არ არის.


TEMPUR-ის მატრასი და ბალიში ჰიპოალერგიულია?


ყველა პროდუქტს ანტიმიკრობული გადასაკრავი მოჰყვება, რომელიც აუმჯობესებს სისუფთავის შეგრძნებას და არის ჰიპოალერგენული.


არ დამცხება მასში?


TEMPUR-ზე ძილის დროს არ დაგცხებათ, ვინაიდან მას ღია ვენტილირებადი უჯრედული სტრუქტურა აქვს. ახლახანს ჩატარებული დამოუკიდებელი გამოცდა დაპროექტებული იყო იმგვარად, რომ გაეზომა შვიდსაათიანი ძილის პერიოდში წარმოქმნილი და შეკავებული სითბო, მიუნხენის ერგონომიკის ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ TEMPUR-ის საწოლებში ძილი უფრო გრილია, ვიდრე მსგავს პროდუქტებში. ეს ტესტი მოიცავდა კლიმატურ მანეკენსა და საწოლის ზედაპირს შორის საკონტაქტო არეალში ორი მიკროკლიმატური პარამეტრის – „ტემპერატურისა“ და „ტენიანობის“ გაზომვას.

7-საათიანი ძილის სიმულირებისას განმეორებითმა გამოცდებმა მუდმივად აჩვენა რეიტინგი 1, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარდობითი ტენიანობის (RH) დონეები 50%-ზე დაბალი იყო, ხოლო TEMPUR-ის მასალის ტემპერატურა – 36,1°C-ზე დაბალი.


შესაძლებელია TEMPUR-ზე ალერგიული ვიყო?


TEMPUR-ის მასალის სპეციალური შემადგენლობის წყალობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი TEMPUR-ის მასალა რაიმე სახის ალერგიულ რეაქციებს იწვევს. TEMPUR-ის მასალა არ შეიცავს რაიმე ცნობილ ალერგენს და არც რაიმე ალერგიულ მდგომარეობას გააუარესებს.


თვალი მოვკარი, რომ NASA TEMPUR-თანაა კავშირში. რა სახით?


თავდაპირველად, TEMPUR-ის მასალა ადრეულ 1970-იან წლებში NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში შემუშავდა, რათა ასტრონავტებისთვის მომხდარიყო G-ძალის ზემოქმედებისგან გამოწვეული ზეწოლის შემსუბუქება სხეულზე, რომელსაც ისინი აფრენისას განიცდიდნენ. TEMPUR-ის მეცნიერებმა გაიაზრეს, რომ ამ მასალას უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა და ადრეულ 1980-იან წლებში დაიწყეს ექსპერიმენტები, რათა TEMPUR-ის ფართო მომხმარებლებისთვის გამოყენება დაეხვეწათ. კვლევაში დახარჯული რამდენიმე მილიონი დოლარის შემდეგ, ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილი TEMPUR-ის მასალა შემუშავდა. შედეგად, 1998 წლის მაისში NASA-მ TEMPUR-ს ჯილდო გადასცა.

ფაქტი:   ზამბარიანი მატრასები, რომლებიც სქელი, დაგვირისტებული მასალითაა დაფარული, იმას ნიშნავს, რომ რეალურად დახვეულ დაზამბარებულ მეტალზე წევხართ. ხშირად ეს სხეულზე ზეწოლის წერტილებს ქმნის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი სახსრებსა და ზურგში. TEMPUR-ის ვისკოელასტიური მასალა ერგება თქვენს სხეულს, არეგულირებს სხეულზეუკუზეწოლას და თანაბრად ანაწილებს მას, ამცირებს რა წნევას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ყრდნობას.

დაათვალიერე TEMPUR® პროდუქცია შოურუმში