შეკითხვები TEMPUR - ის ლეიბებზე და ბალიშებზე
- რატომ ვპასუხობთ ამ კითხვებს?
-
ახალი ლეიბის ყიდვა - ინვესტიციაა. ეს არის ის, რაზეც ცხოვრების მესამედს დახარჯავთ ძილში მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში (რა თქმა უნდა, თუ სწორს აირჩევთ). ჩვენ ვიცით, რომ TEMPUR უნიკალურია და განსხვავდება ჩვეულებრივი ლეიბებისგან. ასე რომ, რათა დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ შევადგინეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვების სია.
- რით გამოირჩევა TEMPUR-ის მატრასები?
-
TEMPUR-ის ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მასალა თქვენი სხეულის ფორმას ერგება, რაც თქვენს ხერხემალსა და სახრებს ბუნებრივ პოზიციაში დასვენების საშუალებას აძლევს. სხვა მატრასების უმრავლესობა არ გაძლევთ სხეულთან ისეთი მორგების შესაძლებლობას, როგორც TEMPUR-ის მატრასები.
- რატომ არის TEMPUR - ის ლეიბი უმჯობესი?
-
სხეულთან მორგებით, TEMPUR-ის მატრასი ამცირებს დისკომფორტს, რომელსაც მატრასზე სხეულის ზეწოლის წერტილები იწვევენ, ზეწოლის იმგვარად განაწილების გზით, რომ თქვენ დაუყოვნებლივ მოდუნდებით თქვენთვის მოსახერხებელ საძილე პოზიციაში, და მთელი ღამის მანძილზე შეინარჩუნებთ სრულ ყრდნობას. სხეულის წერტილებზე ზეწოლის შემცირება ამცირებს ტრიალსა და ბრუნვას, რაც საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ ღრმა ძილის უფრო ხანგრძლივი ციკლებითა და ძილის უკეთესი ხარისხით, რათა უფრო დასვენებულმა გაიღვიძოთ.
- რას შეიცავს TEMPUR-ის მასალა და როგორ მუშაობს ის?
-
TEMPUR-ის მასალა მილიარდობით ვისკოელასტიური, სფერული ფორმის, ღია უჯრედისგან შედგება. უჯრედები რეაგირებენ თქვენი სხეულის ტემპერატურასა და წონაზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან და ხელახლა ლაგდებიან ისე, რომ თქვენი სხეულის კონტურებს მოერგონ. მასალა უფრო თბილ ადგილებში მეტად რბილდება (სადაც თქვენი სხეული ზედაპირთან ყველაზე მეტ შეხებაშია) და ინარჩუნებს სიმყარეს უფრო გრილ ადგილებში (სადაც სხეულის შეხება ნაკლებია). ეს ზეწოლის გადანაწილებას და ზეწოლის წერტილების მიერ შექმნილი დისკომფორტის შემცირებას იწვევს. მეორე მხრივ კი, თქვენ სისხლის მიმოქცევა გიუმჯობესდებათ, ხოლო ტრიალი და ბრუნვა ნაკლებია.
- დამტკიცებულია, რომ TEMPUR-ის პროდუქცია ტრიალსა და ბრუნვას ამცირებს?
-
დიახ. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ TEMPUR-ის მატრასები და ბალიშები ღამის მანძილზე ტრიალსა და ბრუნვას საშუალოდ 100-დან დაახლოებით 17-მდე ამცირებს. გამოცდა შვედეთის ქალაქ გოთენბურგში, ლილჰაგენის ჰოსპიტალის კლინიკური და ფიზიოლოგიური კვლევის ინსტიტუტში ჩატარდა 23 000 პაციენტზე, კლინიკური და სახლში გამოყენების ჯამში 8-წლიანი პერიოდის მანძილზე, შედეგით, რომ პაციენტებს ნაკლებად აწუხებდათ ტკივილი და გაცილებით უფრო ღრმა ძილი ჰქონდათ.
- რა სახის ტექნიკური მოვლა სჭირდება TEMPUR-ის მატრასს?
-
არანაირი განსაკუთრებული ტექნიკური მოვლა არაა საჭირო. ჩვენი მატრასების უმრავლესობის გადასაკრავები ადვილად ძვრება და სარეცხის მანქანაში ირეცხება, რეცხვის ინსტრუქციების დაცვით.
- დამჭირდება თუ არა TEMPUR-ის მატრასის გადატრიალება?
-
არა, გადატრიალება საჭირო არ არის. ზოგიერთ მატრასს გადატრიალება ჩაღრმავებების თავიდან ასაცილებლად სჭირდება. TEMPUR-ის მატრასს ეს არ სჭირდება, ვინაიდან TEMPUR-ის მასალა ყოველთვის მის თავდაპირველ ფორმას უბრუნდება.
- შესაძლებელია თუ არა TEMPUR-ის ბალიშების გარეცხვა?
-
TEMPUR-ის ბალიშების გარეცხვა არ შეიძლება, თუმცა, შესაძლებელია მათი შემოსაკრავი პირების მოხსნა და სარეცხ მანქანაში გარეცხვა, რეცხვის ინსტრუქციების დაცვით.
- დამცხება თუ არა TEMPUR-ის მატრასზე ძილის დროს?
-
TEMPUR-ის მასალა არ ახდენს დაცხომის გამომწვევი სითბოს გამოყოფას, არამედ რეაგირებს თქვენი სხეულის ტემპერატურის შესაბამისად. რეალურად, „სითბო“, რომელიც TEMPUR-ის მატრასზე ძილისას შეიძლება იგრძნოთ, გამოწვეულია ნაკლები ტრიალითა და ბრუნვით და სისხლის გაუმჯობესებული მიმოქცევით. მათთვის, ვისაც უფრო გრილი ვარიანტი სურს, ჩვენ გირჩევთ CoolTouchTM-ის მატრასებს.
- რა კავშირია NASA-სა და TEMPUR-ს შორის?
-
TEMPUR-ის მასალა ადრეულ 1970-იან წლებში NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში შემუშავდა, რათა აფრენისას ასტრონავტების მიერ განცდილი G-ძალის ზემოქმედებისგან გამოწვეული წნევა შეემცირებინათ. TEMPUR-ის მეცნიერებმა გაიაზრეს, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა მასალას და ადრეულ 1980-იან წლებში ექსპერიმენტები დაიწყეს, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოყენების უზრუნველსაყოფად. მილიონობით დოლარის ღირებულების კვლევების შედეგად მოხდა ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილი TEMPUR-ის მასალის სრულყოფა. 1998 წლის მაისში TEMPUR-მა NASA-ს ჯილდო მიიღო.
- სხვადასხვა სახეობის TEMPUR-ის მატრასებს შორის რომელი ითვლება საუკეთესოდ?
-
TEMPUR-ის მატრასების ყველა მოდელი შექმნილია მოწინავე კომფორტისა და მხარდაჭერის იმავე დონის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან, ზოგიერთ ადამიანს უფრო მყარი მატრასი მოსწონს, ზოგიერთს კი – უფრო რბილი, TEMPUR-მა სხვადასხვა სახეობა შექმნა, რათა განსხვავებული გემოვნების მომხმარებელი დაეკმაყოფილებინა. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ყრდნობის დონე არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რბილ მატრასს აირჩევთ თუ უფრო მყარს. რეკომენდებულია, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად ჩვენს მაღაზიებში მოირგოთ მატრასები.
- როგორ შევარჩიო ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი TEMPUR-ის ბალიში?
-
TEMPUR-ს ბალიშების ფართო არჩევანი აქვს, ძილის სხვადასხვა პოზიციებისთვის. აგრეთვე, ბალიშები სხვადასხვა სიმაღლისაა, სხეულის სხვადასხვა ზომისა და უპირატესობების მიხედვით. თქვენთვის იდეალური ბალიშის ასარჩევად, გირჩევთ, ეწვიოთ ჩვენს მაღაზიებს და მოირგოთ ისინი.
- რისგან მზადდება TEMPUR-ის ბალიშები?
-
ჩასახუტებელი, ადვილად მორგებადი Comfort, Traditional და Ombracio-ს ბალიშები, რომლებიც ზეწოლის მოსახსნელი ყრდნობისთვისაა შექმნილი, დამზადებულია დაქუცმაცებული TEMPUR-ის მასალისგან, რომელიც TEMPUR-ის მემბრანაშია მოთავსებული. TEMPUR-ის ერგონომიული ბალიშების კოლექცია – Original, Symphony და Millennium, TEMPUR-ის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც ყალიბებშია ჩამოსხმული. ეს მუდმივ ყრდნობას უზრუნველყოფს მთელი ღამის მანძილზე, გადაადგილებისა და ფორმის შეცვლის საჭიროების გარეშე.
- სად მზადდება TEMPUR-ის ბალიშები?
-
ჩვენ TEMPUR-ში ბალიშების წარმოება გარე კონტრაქტირებაზე არ გაგვაქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ წარმოებისა და დიზაინის უმაღლესი სტანდარტები თითოეული იმ ბალიშისთვის, რომელსაც ვქმნით. TEMPUR-ის ყველა ბალიში დამზადებულია დანიაში.
- რამდენ ხანს ძლებენ TEMPUR-ის ბალიშები?
-
TEMPUR-ის ბალიშების გამძლეობა გათვლილია ხანგრძლივ ვადაზე, შესაბამისად TEMPUR-ის ბალიშებისთვის ჩვენ სამწლიან გარანტიას ვიძლევით. ეს იმას ნიშნავს, რომ TEMPUR-ის ბალიშს ისევე კომფორტულად მოიხმართ 1095-ე დღეს, როგორც 1-ლ დღეს.
- რატომ ღირს TEMPUR-ის ბალიშები ჩვეულებრივზე ძვირი?
-
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ბალიშებს „შეღავათიან“ ფასებში იხილავთ, შეძენამდე მაინც იმაზე უნდა დაფიქრდეთ, თუ რას უნდა გთავაზობდეთ ბალიში. პირველ რიგში, გაიაზრეთ, რამდენ ხანს ატარებთ ძილში. თქვენი თავი ბალიშზე ყოველღამე დაახლოებით რვა საათს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღის მესამედს ატარებს. ამდენხნიანი გამოყენებისას კი თქვენ ისეთი ბალიში გჭირდებათ, რომელსაც ხანგრძლივად გამოიყენებთ, ამავდროულად, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი თავისა და კისრის კარგ ყრდნობას, რათა მთელი ღამის მანძილზე სათანადოდ იყოს მორგებული. იაფფასიანი ჩვეულებრივი ბალიშები დიდხანს ვერ ძლებს, და ასევე, საეჭვოა, რომ ისინი ყრდნობის სათანადო დონესაც უზრუნველყოფდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათი მალ-მალე შესაცვლელად არამარტო მოგიწევთ ბევრი ფულის დახარჯვა – არამედ შექმნით გარემოსთვის მავნე ნარჩენებს, ამავდროულად საეჭვოა, რომ დროთა განმავლობაში ისინი კომფორტული და მყარიც აღარ იქნებიან. მეორე მხრივ, TEMPUR-ის ბალიშები გთავაზობთ მოწინავე დიზაინს, სხვადასხვა სტილისა და გემოვნებისთვის შესაბამისი ვარიანტებით. ისინი შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, რისთვისაც TEMPUR-ის თითოეულ ბალიშს სამწლიანი გარანტია მოჰყვება. გარდა ამისა, TEMPUR-ის ბალიშები რეკომენდებულია NASA-ის მიერ. ამგვარად, უნდა ღირდეს თუ არა TEMPUR-ის ბალიშები ამდენი? შეიძლება, თავდაპირველად ჩვეულებრივ ბალიშზე ძვირი დაგიჯდეთ, თუმცა, TEMPUR-ის ბალიშები უფრო ხანგრძლივი, ხარისხიანი და გამძლეა პირველივე დღიდან, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოგცემთ საშუალებას, რომ ინვესტიცია თქვენს ხარისხიან ძილსა და კომფორტში ჩადოთ.
- რომელია ყველაზე საუკეთესო TEMPUR-ის ბალიში?
-
. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იკითხოთ, თუ რომელია საუკეთესო TEMPUR-ის ბალიში, თქვენ უნდა იკითხოთ, თქვენთვის რომელია საუკეთესო TEMPUR-ის ბალიში. ჩვენ ფართო არჩევანს გთავაზობთ და TEMPUR-ის ბალიშებიც შექმნილია ყველა სტილის ძილისა და გემოვნების მქონე ადამიანებზე მოსარგებად. თქვენთვის საუკეთესო TEMPUR-ის ბალიშის საპოვნელად, ჯერ იმაზე დაფიქრდით, თუ როგორ გძინავთ. ამისათვის, გაიაზრეთ, რას მოითხოვთ ბალიშისგან. გნებავთ ერგონომიული ბალიში, რომელიც თქვენს თავსა და კისერს ერგება? TEMPUR-ის ერგონომიული ბალიშების კოლექციაში თქვენ აუცილებლად იპოვით ვარიანტებს, რომლებიც თქვენთვის საყვარელ პოზიციაში მოგერგებათ. აგრეთვე, თუკი ბალიშის ტრადიციული ფორმა უფრო მოგწონთ, თქვენ TEMPUR-ის ტრადიციული ბალიშების კოლექციიდან შეგიძლიათ არჩევა. ამ კოლექციაში თქვენ ბალიშს ძილის თქვენებური პოზიციისა და სიმყარის დონის მიხედვით ირჩევთ.
- დაგეხმარებათ თუ არა TEMPUR-ის ბალიშები, როდესაც კისრის ტკივილი გაწუხებთ?
-
თუკი კისერი გაშეშებული/დაჭიმული გაქვთ ან გტკივათ, TEMPUR-ის ბალიშები შეიძლება დაგეხმაროთ ძილში წნევის მოხსნასა და ყრდნობაში. თუმცა, ვინაიდან TEMPUR-ის ბალიშები ზურგისა და კისრისთვის კომფორტის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი, რეკომენდებულია კვალიფიცირებულ სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, კისრის ტკივილის შესახებ რჩევების მისაღებად.